დღეს ვისწავლეთ პორთვოლიოს გამოქვეყნება, საჭირო მასალი დამატება ან შეცვლა.მოვახდინეთ ჩვენი ნამუშევრის პრეზენტაცია, დავუსვით ერთმანეთს კითხვები,გავუკეთეთ კომენტარები ნამუშევრებზე.
Friday, October 3, 2014
Monday, September 29, 2014
მერვე დღის რეფლექსია
დღეს შევადგინეთ კითხვარი პროექტისთვის და მისი ატვირთვა ბლოგზე, დავასრულეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.
Monday, September 22, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღეც საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო . ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილის შესახებ. შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი რომ მოსწავლეს ზუსტი მითითებებით გავუადვილოთ სამუშაოს შესრულება. ვისწავლე ბლოგზე გაჯეტების დამატება : სურათის დადება კითხვარის შექმნა
Friday, September 19, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების შემუშავება და მათი მისადაგება პრეზენტაციაზე აღმოჩნდა ძალიან საინტერესო და აუცილებელი.ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე და ვიდეოს ჩასმაზე.
Monday, September 15, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
მოსწავლის როლის მორგებამ თითოეულ საკითხზე დამაფიქრა, დეტალები , რომლებიც მეხმარებოდა სრულყოფილად დამეგეგმა ჩემი პროექტი საკმაოდ სასარგებლო იქნება ჩემს შემდგომ მუშაობაში.რაც შეეხება საავტორო უფლებებს- ეს ინფორმაცია ძალიან საინტერესო იყო.
Friday, September 12, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
ყოველთვის მიჭირდა პროექტის ეტაპების შეფასება და დღევანდელმა ტრენინგმა დიდი დახმარება გამიწია. შეფასებების გეგმის შედგენა სხვადასხვა ეტაპებისთვის ძალიან ნაყოფიერი იყო, მათი გამოყენება შესაძლებელია არა მარტო პროექტების, ასევე გაკვეთილების დაგეგმვის დროსაც. პრეზენტაციის მომზადების ახლებური გზები უფრო გამიადვილებს მათ გაკეთებას და დამიზოგავს დროს.
Thursday, September 11, 2014
მესამე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ რომ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები გახდება ჩემთვის მუდმივი დამხმარე არა მხოლოდ გაკვეთილის დროს არამედ პროექტებზე მუშაობის დროსაც.
პირველი და მეორე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ძალაინ საინტერესო იყო პირველ მოდულზე მუშაობა, ვისწავლე ბუკლეტებზე მუშაობა, ვისწავლე პროექტის დაგეგმვა ისე რომ შესაბამისობაში მოვიდეს ეროვნულ საწავლო გეგმასთან.
Subscribe to:
Posts (Atom)